ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში - იანვრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1732826563
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.
მანამდე პარლამენტთან შეკრებილებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ პარლამენტთან პროტესტს შეერთებოდა.
პრეზიდენტის გამოჩენას ადგილზე ოვაციები მოჰყვა.
„დღეს საზოგადოებას ყველაფერი ვუთხარი. ყველას მოვუწოდე. მე აქ ვარ. ამ ხალხთან ერთად. ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, შიგნით და გარეთ. ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავნებდეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პარალიზებულია, დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.
ადგილზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი.