პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქალმა სირიის ქალაქ ალეპოში შენობის ნანგრევების ქვეშ იმშობიარა
6 თებერვალს სირიის ალეპოში, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ, ბავშვი დაიბადა. დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მშობიარობისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება.
ქსელში მოხვედრილ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ. ახალშობილის სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის მსხვერპლი 593 ადამიანი გახდა, 1,4 ათასზე მეტი დაშავდა. თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა, 12000-ზე მეტი დაშავდა.
7,8 მაგნიტუდის ბიძგები - ყველაზე ძლიერი ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ - დაიწყო 6 თებერვალს გამთენიისას. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.