,,მირჩევნია, მართლა მიწა გამისკდეს!" - რას წერს მამა პეტრე

მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება და წერს:

,,თურქეთის მიწისძვრის ფონზე ძალიან ბევრ ,,ღრმა თეოლოგიურ" განხილვებს მოვისმენთ…. თან ისეთებს, მირჩევნია მართლა მიწა გამისკდეს!..

თან ისეთებისგან, მარტო სახელს რომ ატარებენ ქრისტიანულს, თორემ ქრისტიანობის და სიყვარულის ნატამალი რომ არ სცხიათ!... ისე, სანამ ვიღაცების მუსლიმობას დააბრალებენ სეისმოლოგიურ მოვლენებს, იცოდნენ, რომ ძველ საქართველოში, მიწისძვრამ ეკლესია-მონასტრები მიწასთან გაასწორა და რაც იმ დროს გადაურჩა, ზოგიერთი მისი ცრუ ქრისტიანული მოძღვრებით, ქრისტიანულ სწავლებას ასწორებს მიწასთან!..", - წერს მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში.