VIDEO: რუმინეთის პარლამენტის შენობის შესასვლელში უცნობმა პირმა აალებადი ნივთიერება დაღვარა და ხანძარი გააჩინა, შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი

რუმინეთში, პარლამენტის შენობის შესასვლელში უცნობმა პირმა აალებადი ნივთიერება დაღვარა და შენობაში ხანძარი გამოიწვია.

შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.