VIDEO: ნახეთ ბავშვი, რომელიც სანაყოფე გარსით დაიბადა

ნაყოფი

სოციალურ ქსელებში X (Twitter) და Instagram ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც სითხით სავსე სანაყოფე გარსით დაბადებულ ბავშვს გვიჩვენებს.

პირველად kids.mood-ის სახელით ცნობილი ანგარიშის მიერ გასაჯაროებულ კადრებში ვხედავთ, რომ ჩვილი ჯერ კიდევ ე.წ. ამნიონურ წყლებშია, სპეციალურ მემბრანაში, რომელშიც აქტიურად მოძრაობს.

ეს საკმაოდ თხელი აპკია, რომელიც საშვილოსნოში ყალიბდება და ნაყოფს აკრავს გარს. ის სათანადო სითხითაა სავსე, რომელიც ჩანასახის დაცულობას უზრუნველყოფს და დედა-შვილს შორის საკვები ნივთიერებების, წყლისა და ბიოქიმიური პროდუქტების მიმოცვლას უწყობს ხელს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by #KIDS (@kids.mood)

როგორც წესი, აღნიშნული გარსი მშობიარობის დასაწყისში სკდება, ხოლო მასში არსებული სითხე იღვრება. ამას ხშირად "წყლების დაღვრას" უწოდებენ. არის შემთხვევები, როცა ასე არ ხდება, ამიტომ ექიმები აპკს თავად ხეთქავენ, რათა მშობიარობა დააჩქარონ.

როცა ორსულს საკეისრო კვეთის პროცედურა უტარდება, ექიმები ზოგჯერ ნაყოფს გარსს მიზანმიმართულად უნარჩუნებენ. ამის მიუხედავად, ისეც ხდება, რომ აპკი ბუნებრივი მშობიარობისას ჩვილს თავისთავად მოჰყვება, რაც ძალზე იშვიათია. კონკრეტული მაჩვენებლები უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსგავსი შემთხვევები 80 000-ში 1-ია.

უნდა ითქვას, რომ სანაყოფე გარსით დაბადება ჩვილს საფრთხეს არ უქმნის, რადგან ის იქიდან უსაფრთხოდ ამოჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

"ბოლო ჟამს უფალი თავის ხალხს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა; პროდუქტს ასხურეთ ნაკურთხი წყალი და განიწმინდება" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, მაგრამ... “ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს