დეგუსტატორებმა მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული კერძების რეიტინგი შეადგინეს

კერძი

შედგენილია იმ კერძების რეიტინგი, რომლებმაც კრიტიკოსებისა და დეგუსტატორებისგან ყველაზე ცუდი შეფასება მიიღეს. 100 კერძისგან შემდგარი „ანტიტოპი“ გამოაქვეყნა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა.

სიის სათავეში მოხვდა ისლანდიური დელიკატესი სვიდი -  ცხვრის თავის ნახევარი, რომელსაც ჯერ ცეცხლზე ატრიალებენ ბეწვის მოსაშორებლად, შემდეგ კი ხარშავენ და სუფრაზე აწვდიან რეპისა და კარტოფილის პიურესთან ერთად. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი სკანდინავიური კერძი - თორამატიური. ეს არის ფერმენტირებული ზვიგენის, შებოლილი ცხვრის ხორცისა და სისხლიანი ძეხვების ასორტი. მესამე ადგილი დაიკავა ესპანურმა კერძმა - ნავარიული წესით შემწვარმა კალმახმა, რომელსაც ლიმონის წვენთან და შემწვარ ხამონთან ერთად მიირთმევენ. მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ტრადიციული ბრიტანული კერძი - კოკნი, ანუ ჟელეში ჩადებული გველთევზა. მეოთხე და მეექვსე ადგილებზე კი სკანდინავიური კერძებია ღორისა და ირმის სისხლისგან: ბლოდპალტის პელმენები და ბლოდპლატერის ბლინები. ათეულში ასევე შევიდნენ ჩილეს კარტოფილის ნამცხვრები მილკაო და ჩაპალელე, ტაილანდური შემწვარი აბრეშუმის ჭიის ლარვები და ბერძნული არტიშოკის სალათი.