1728312638
VIDEO: 13 წლის ამერიკელი ბიჭი პირველი ადამიანია, რომელმაც ტეტრისი მოიგო
13 წლის ოკლაჰომელი ბიჭი პირველ ადამიანად ითვლება, რომელმაც ტეტრისი მოიგო. ყველასთვის ცნობილი თამაში ტეტრისი აშშ-ში 1989 წელს გამოვიდა და მისი კლასიკური ვერსიის მოგება აქამდე ვერავინ შეძლო. 13 წლის უილის გიბსონი, რომელსაც ინტერნეტში Blue Scuti-ის სახელით იცნობენ, იუთუბის პირდაპირ ეთერში ტეტრისს თამაშობდა და ისეთ დონეს მიაღწია, რომ თამაში "გაიყინა", რაც ბიჭის გამარჯვებად ჩათვალეს.
იუთუბის ვიდეოს ბოლო წუთებზე ვხედავთ, რომ უილისი ტეტრისის 157-ე დონეზეა, რის მისაღწევადაც 38 წუთი დასჭირდა. თავიდან უილისმა იფიქრა, რომ თამაში წააგო, თუმცა რეალურად ტეტრისი "გაიყინა", რადგან ამ დონემდე ჯერ არცერთ ადამიანს არ მიუღწევია.
როგორც ვიდეოში ჩანს, თამაშისას მიღებული ქულა 999999-ია, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ტეტრისი "გაიყინა". აქამდე ტეტრისში მსგავსი შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისა და დაპროგრამებული რობოტების მეშვეობით შეძლეს. უილისი კი პირველი ადამიანია, რომელმაც თამაშისას ტეტრისი "გაიყინა" და ეს შედეგი გამარჯვებად შეფასდა.
"ადამიანს ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია. ეს ისაა, რაც წლების წინ ყველას შეუძლებლად მიაჩნდა", — ასე შეაფასა უილისის შედეგი კლასიკური ტეტრისის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტმა. თავად უილისმა კი გამარჯვება მამას მიუძღვნა, რომელიც გასულ თვეში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, უილისმა ტეტრისის თამაში ორი წლის წინ დაიწყო და ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე მალევე გახდა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი