5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1783192614
წარმოსახვის ხაფანგი - რატომ გვატყუებს მოლოდინი? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ვაღწევთ მიზანს, მაგრამ გამარჯვების განცდის ნაცვლად უცნაური სიცარიელე გვეუფლება.
შეიძლება შევიძინოთ სასურველი ნივთი, მივიღოთ ახალი სტატუსი ან იქ გავემგზავროთ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობაზე ვოცნებობდით.
თუმცა განცდილი ბედნიერება ძალიან სწრაფად გადის.
რატომ ხდება ასე?
საქმე ის არის, რომ ჩვენი წარმოსახვა ფილმის თრეილერივით მუშაობს - ის მხოლოდ იდეალურ კადრებს გვაჩვენებს და ყოფით, არც თუ საინტერესო დეტალებს მიზანმიმართულად გვიმალავს.
პატრეონზე, ახალ სტატიაში სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ფენომენზე ვსაუბრობ:
რატომ ვზომავთ სამომავლო ბედნიერებას დღევანდელი ემოციით;
რა არის „აწმყოს დიქტატურა“ და სწრაფი შეგუების ილუზია;
როგორ გავთავისუფლდეთ იდეალური მოლოდინებისგან და ცხოვრებას ჩვენი გაკვირვების უფლება მივცეთ“,- წერს რამაზ გიგაური.