ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს მიუახლოვდა

კი

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 იძულებით გადაადგილდა, დაინგრა 774 შენობა.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველებმა კვირას, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან მამა და მისი შვილი ცოცხლები ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.