თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
1780218630
ვაშინგტონის შტატში, ქიმიური რეზერვუარის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცხრავე დაკარგული ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Nippon Dynawave Packaging-ის ქარხანაში "თეთრი სითხის" შემცველი რეზერვუარის - ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ნატრიუმის სულფიდის ქიმიური ხსნარის აფეთქების შემდეგ, ორი ადამიანის გარდაცვალება მაშინვე დადასტურდა, 9 კი დაკარგულად ითვლებოდა.
მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, დაკარგულების ძებნა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საძიებო ჯგუფები ნანგრევებს ასუფთავებდნენ და შემთხვევის ადგილის პერიმეტრს დრონებით ათვალიერებდნენ.
დაზიანებულ ავზში დაახლოებით 3.4 მილიონი ლიტრი ქიმიური სითხე იყო. ტესტებმა დაადასტურა, რომ დაბინძურება ახლომდებარე მდინარე კოლუმბიაში მოხვდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ქალაქ ლონგვიუს ჰაერის ხარისხზე, სასმელ წყალზე, ან ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.