სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდით გადამოწმდებიან - მინისტრის განცხადება
1780224629
ისრაელის ძალებმა, სამხრეთ ლიბანში, 900 წლიანი ბოფორტის ციხე აიღეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქედი დაიკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეს, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ბრძოლაში, დიდ წარმატებას წარმოადგენს.
როგორც Reuters-ი იუწყება, ციხის აღება, "ჰეზბოლას" მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვის შემდეგ მოხდა.
ისრაელის სამხედროების თქმით, ოპერაცია ფოკუსირებული იყო ბოფორტის ქედსა და ვადი ალ-სალუკის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაზე. ასევე, "ჰეზბოლას" შეიარაღებული დაჯგუფებისა და ქედზე არსებული მათი ინფრასტრუქტურის შესუსტებაზე, რომელიც ირანის მხარდაჭერით იყო შექმნილი.