ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დაიწყება

რუბიო

ვაშინგტონში დღეს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი იწყება.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინარჩუნებენ. ლიბანი ისრაელთან მოლაპარაკებას შეერთებული შტატების შუამავლობით ცდილობს.

ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნი აცხადებს, რომ ბეირუთის სახელით მოლაპარაკებები თეირანმა არ უნდა აწარმოოს.

ლიბანში საომარი მოქმედებები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელზე თავდასხმები განახორციელა, საპასუხოდ კი ისრაელმაც ბეირუთსა და მის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე იერიში მიიტანა.

ისრაელელი სამხედროები ლიბანის სამხრეთში ამ დრომდე რჩებიან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ლიბანშიც ითვალისწინებს.