ვაშინგტონმა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები დროებით შეამსუბუქა

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

ვაშინგტონმა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები დროებით შეამსუბუქა. სახაზინო მდივანმა 60 დღით გასცა გენერალური ლიცენზია, რომელიც თეირანს ნავთობის მოპოვების, მიწოდებისა და რეალიზაციის უფლებას აძლევს.

გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 21 აგვისტომდე იქნება, შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებს უკავშირდება.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონის მიერ მიღებული ზომები არ გავრცელდება იმ ტრანზაქციებზე, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის, კუბის ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების წარმომადგენლები მონაწილეობენ