ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.
„გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უხეში დათვლებით დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.