„მე ქმარი მომტაცეს... დაურეკეს, ჩავიდა ქვემოთ და აღარ დაბრუნდა სახლში...“ - რას ჰყვება მაკო კობერიძე
1780085982
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
„მე რომ გელაპარაკებით, შეტყობინებების გაცვლა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ურთიერთგაგებამდე ჯერ არ მივსულვართ“, – განუცხადა ბაღაიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.
ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის მომავალი ომანსა და ირანს შორის განისაზღვრება.
„ირანმა და ომანმა, როგორც ორმა პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა შეიმუშაონ მექანიზმები, რომლებიც როგორც მათ ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ მარშრუტით სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების სპიკერმა.
ისმაილ ბაღაიმ ასევე განმარტა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და ბირთვული საკითხები ამჟამად განიხილება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ირანი „უნდა დათანხმდეს, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი“, ხოლო ჰორმუზის სრუტე „დაუყოვნებლივ გაიხსნება“ ყოველგვარი გადასახადისა თუ შეზღუდვის გარეშე.