1794469212
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აშშ-ის არმიის მორიგე სამხედრომ ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა მას შემდეგ, რაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დასრულების შემდეგ მემორიალთან შეკრებილი ჯგუფის ზოგიერთი წევრი სიცილსა და საუბარში შენიშნეს.
„ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჯგუფს.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი მნიშვნელოვანი მემორიალია, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. მემორიალი ასევე მოიცავს ცარიელ საფლავს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პატივსაცემად არის მოწყობილი.









