უცხოური მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაცია, ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Semafor-ზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაა. ამერიკული მხარე არ გამორიცხავს, გაეროსადმი მიმართვას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მოწოდებით.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ეს მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

Semafor 2022 წელს BuzzFeed News-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის და The New York Times-ის მიმომხილველის, ბენ სმიტის და Bloomberg-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებული მედიაპროექტია.