უკრაინის მიღება ნატოში ომის დროს რთულად განხორციელებადია - ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კროს განცხადებით, უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა ეს ომის პირობებში რთულად განხორციელებადია.

„ტრაექტორია ნატოს წევრობისკენ არსებობს. მაგრამ, სინამდვილეში, სანამ უკრაინა ომის პერიოდს გადის, ეს რთულად განხორციელებადია. თუმცა, ნათელია, რომ უკრაინა ნატოს ნაწილი იქნება“, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი ქვეყნის წლის ბოლომდე ნატოში მიწვევას გულისხმობს.