წყალი 17 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს
1783364530
უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოში რუსი დიპლომატი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია „სოკარის“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო დაიბარეს.
„ასეთი ინციდენტების გაგრძელება, განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, ამ თავდასხმების განზრახ ხასიათზე მიუთითებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანი ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა.