უკრაინაში სახელმწიფო ორგანოებს „ტელეგრამით“ სარგებლობა აუკრძალეს

ტელეგრამი

უკრაინამ სახელმწიფო ორგანოების, სამხედრო ფორმირებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების თანამშრომლებს „ტელეგრამის“ გამოყენება აუკრძალა.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო. უწყებამ განმარტა, რომ სახელმწიფო მოხელეების, სამხედრო მოსამსახურეების, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის თანამშრომლების სამსახურებრივ მოწყობილობებზე ტელეგრამის აპლიკაციის მოხმარება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხის შემცირების მიზნით შეიზღუდება.

როგორც კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, აკრძალვა სამუშაო პერსონალურ კომპიუტერებს შეეხება და ადამიანების მობილურ ტელეფონებზე არ გავრცელდება.