პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, წლის ბოლომდე უკრაინა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემებს მიიღებს.
"ჩვენ გვაქვს წესი: ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიწოდებაზე მანამ, სანამ მიმწოდებელი ქვეყანა ამას თავად არ გააკეთებს, ან არ შევთანხმდებით, რომ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. სამუშაოში ბევრია, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან დაწყებული.
შეთანხმებები უკვე მიღწეულია, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაცები, რაც მომავლისთვის მუშავდება. როდესაც ისინი განხორციელდება, თქვენ გეცოდინებათ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდეს და ამაზე შეთანხმებები არსებობს", - თქვა კულებამ.