1738871769
მამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ არ დაგვერწმუნებინა ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით
რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ეს არის მთავარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.
„ყველა შემდგომი გადაწყვეტილების წინ, წინა გადაწყვეტილების მართებულობა ყველა შემთხვევაში დავადასტურეთ. გადავავლოთ თვალი, რა როდის გავაკეთეთ და შემდეგ ამას რა მოჰყვა: კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, გადაწყვეტილებებზე რას ლაპარაკობდნენ, რა კრიტიკა მიდიოდა, გვახსოვს, მაგრამ შედეგად, როცა ჩვენ შეტევაზე გადავდიოდით, საბოლოოდ მაინც გამოდიოდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, რომლის მიღებითაც შეტევაზე გადავდიოდით, ვიღებდით უფრო წინგადადგმულ ნაბიჯს. რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ეს არის მთავარი.
ჩვენ წინასწარ კარგად გავთვალეთ, რომ ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოეცათ, იყო დარწმუნება ყველასი, მთელ მსოფლიოში, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმოცემით საქართველო ხელისუფლება არ და ვერ შეიცვლებოდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.