უკრაინამ ქალაქი კურსკი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა

უკრაინა

 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქი კურსკი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი. ერთ-ერთი დრონი სასწრაფო დახმარების მანქანების ფარეხს მოხვდა, რის შედეგადაც 11 ავტომობილი დაიწვა.

გარდა ამისა, როგორც რუსული მედია იუწყება, უპილოტო საფრენმა აპარატებმა კურსკში მდებარე რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაბომბვის შემდეგ კორპუსებში ცეცხლი გაჩნდა.