„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია
1744747439
ჩინეთი და ვიეტნამი მხარს უჭერენ მრავალმხრივ სავაჭრო რეჟიმს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთმა და ვიეტნამმა ერთობლივ განცხადებაში გამოხატეს მხარდაჭერა მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებისადმი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ორივე ქვეყანა ეწინააღმდეგება ძალაუფლების პოლიტიკას და ცალმხრივობას.
„საერთაშორისო ვითარების განუსაზღვრელობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის პირობებში მხარეები მტკიცედ დაიცავენ მრავალმხრივობის პრინციპებს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ვიეტნამმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა „ბრიქსის“ ქვეყნებთან პარტნიორობის განხილვისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ მიაყენონ ზიანი შეერთებულ შტატებს, თუმცა აღნიშნა, რომ არ ადანაშაულებს მათ ასეთი საუბრებისთვის. სი ძინპინის ვიზიტის დროს ჩინეთმა და ვიეტნამმა ხელი მოაწერეს 45 შეთანხმებას, მათ შორის რკინიგზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.