გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1744531125
უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე, ისევ ვიმღერებთ, „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“, საქართველოს გაუმარჯოს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
გონჩარენკოს თქმით, 2025 წელსაც, აპრილში ქართველები ქუჩაში დგანან, სურთ დემოკრატია, თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ, თუმცა ამჯერად არა რუსი სამხედროების, არამედ მოსკოვის მარიონეტების ხელით.
„1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, მშვენიერი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი და ქართველები დგანან მათი პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დროშებით, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან, მღერიან სიმღერებს. 9 აპრილს 4:00 საათზე, მოსკოვში გაიცა ბრძანება, რომ იერიში მიეტანათ ამ ადამიანებზე და რუსი ჯარისკაცები, სამხედრო ტექნიკით თავს დაესხნენ ამ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები, მათ თავს დაესხნენ სამხედრო ნიჩბებით. ახლა ისევ აპრილში, 2025 წელს, ქართველები ქუჩაში დგანან, რუსთაველზე, მათი პარლამენტის წინ, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ. ამჯერად არა რუსი სამხედროების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ეს არის ის, რაც ახლა ხდება და ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად.
მათ აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფლები, დემოკრატიულები, ევროპული სახელმწიფო. რა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს. ეს არის მზის ამოსვლამდე ყველაზე ბნელი მომენტი და ზუსტად ვიცი, რომ მოვა დღე, იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ჰგონია. იცით, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი ერთ დღეს დაინგრეოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ამას ჩემი თვალით ვნახავდიო. 1989 წელს იმ ქართველების მსგავსად, ისინიც არ დაიჯერებდნენ, რომ ორ წელიწადში საბჭოთა კავშირი გაქრებოდა. იგივე იქნება ახლა. უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით შოთა რუსთაველზე, ნანასთან, ეკასთან, გივისთან, გიორგისთან, ჩვენ შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს, მჭადს, დავლევთ „საფერავს“ კახეთიდან, დავლევთ ქვევრს რაჭიდან, ეს დღე მოვა, ეს დარწმუნებით ვიცი. ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ ყველა ბრძოლას, ყველა მებრძოლს, ისევ ვიმღერებთ, თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.