უამინდობის გამო აშშ-ში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, ასი ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უამინდობა აშშ-ში

აშშ-ში უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს მოჰყვება ცივი ციკლონი, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს.

უამინდობის შესახებ გაფრთხილებები გავრცელდა რეგიონებში, სადაც საერთო ჯამში 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი. მათი უმრავლესობა ჩიკაგოს აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატში კი, 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

აიოვას შტატში უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ყინვა უქმე დღეებში მოსალოდნელია ტეხასის, ოკლაჰომას, ტენესის და მისისიპის შტატებშიც.