1736856330
ტყეში დაკარგული 8 წლის ბიჭი სიკვდილს თოვლის ჭამით გადაურჩა
ტყეში დაკარგული 8 წლის ბიჭი სიკვდილს თოვლის ჭამით გადაურჩა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
8 წლის ნანტე ნიემი, მიჩიგანის ერთ-ერთ პარკში, ოჯახთან ერთად კემპინგზე იმყოფებოდა. ბიჭი ფიჩხის შესაგროვებლად ტყეში შევიდა და გაუჩინარდა.
უკან დასაბრუნებელი გზის რამდენიმესაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, პატარა ბიჭმა გადასარჩენად ხის ტოტებისგან და ფოთლებისგან თავშესაფარი გაიკეთა, წყურვილისა და შიმშილის გრძნობის მოსაკლავად კი სუფთა თოვლს ჭამდა.
2-დღიანი ძებნის შემდეგ, ნანტე საძიებო ჯგუფის მოხალისეებმა, ბანაკიდან 3 კმ-ის დაშორებით იპოვეს. ბიჭი ოჯახს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.