პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
11 სექტემბრი მსოფლიო ისტორიაში თავისი მასშტაბით უპრეცენდეტო ტერორისტულ აქტად მიიჩნევა. საერთო ჯამში, 21 წლის წინ, ნიუორკის სავაჭრო ცენტრის შენობებზე მიტანილ იერიშს 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ალში გახვეული ცათამბრჯენებიდან “თავის დაღწევას”იქ მყოფთა ნაწილი მაღალი სართულებიდან გადმოხტომით ცდილობდა.
იმ საზარელ დღეს, ადგილზე მომუშავე სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიციელები იხსენებენ, თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მათ თვალწინ.
ვესლი უიონგი, FBI-ს სპეცაგენტი: „როდესაც შენობას მივუახლოვდი მეხანძრემ მითხრა – „ფრთხილად იყავი, ზევიდან ცხედრები ცვივა”. იმ წამს ვერ მივხვდი, რას ამბობდა. „გაიქეცი! აი, ისიც…“ – გამიმეორა მან და ავიხედე ზევით, დავინახე, როგორ ჩამოვარდა ადამიანი ძირს. ლურჯი კაბა ეცვა, თეთრი პერანგი, მუქი თმა ჰქონდა… ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი“.
ჩარლზ ჰირსი, ნიუორკის მთავარი სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი: „ეს იყო საშინელი სურათი და ხმა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ხალხის განწირული ხმა”.
პიტერ მუგი, ნიუორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი: „მე ვნახე, რომ ერთმა მოიარიშემ მეხანძრეებისკენ გაისროლა. ის იყო პირველი მეხანძრე, რომელიც მოკლეს.”
დეტ დევიდ ბრინკი, ნიუორკის სასწრაფო დახმარების განყოფილების თანამშრომელი: „უამრავი ცხედარი ცვიოდა შენობიდან. დავინახე, რომ ოთხი ადამიანი ჯაჭვებს ეჭიდებოდნენ და თავს იმაგრებდნენ. მე კი მათ ვუყვიროდი: „მსურს დაგეხმაროთ, გააგრძელეთ, გთხოვთ, ჩაეჭიდეთ“. ვყვიროდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი”.
რუდი გიულანი, ნიუორკის მერი: „ვნახე ადამიანი ფანჯარასთან, რომელიც სავარაუდოდ, მე-100, 101-ე, ან 102-ე სართულზე იყო, ის გარეთ გადახტა…ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა”.
გრეგორი ფრიდი, ქირურგი: „ისმოდა ავარიის მსგავსად ძლიერი შეჯახების ხმა. ერთმა პოლიციელმა მკითხა – რა იყო ეს? ვუპასუხე, რომ აფეთქებაში მოყოლილი ადამიანი იყო.“
ბილ სპედი, მეხანძრე: „იქ იყო მოძრავი დეტექტორის კარი, რომელიც იხსნებოდა და იკეტებოდა ადამიანის უსულო სხეულებთან ერთად, რომლებიც ამ კართან ცვიოდა…”