პიონტკოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის მოშორების ერთი გზა შესთავაზა, მეორე გზა შეიძლება, იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი ლიკვიდაცია ან განეიტრალება - გელა ნიკოლაიშვილი

გელა ნიკოლაიშვილი

პიონტკოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის მოშორების ერთი გზა შესთავაზა, მისი მოშორების მეორე გზა შეიძლება იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი ლიკვიდაცია, ან განეიტრალება. თუ მათ კიდევ ასე დაჟინებით უნდათ, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ბუნებრივია, კიდევ და კიდევ ეცდებიან ბიძინა ივანიშვილის განეიტრალებას, რა გზით და როგორ, ამას დავინახავთ - ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დაანახოს ეს პოზიცია მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე უკვე განსაზღვრული იყო, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე უკვე განსაზღვრული იყო, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი. ამას გვეუბნებიან არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული მაღალჩინოსნები, არამედ ექსპერტები. ბოლო ხანებში პირდაპირ მოუწოდეს, რომ ამას ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და მოაშორეთ ივანიშვილი საქართველოდან. დაახლოებით, ასეთი მოწოდება იყო იმისთვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი.

რეალურად, ეს არ მომდინარეობს არც ექსპერტებიდან, არც კონკრეტული მაღალჩინოსნებიდან და არც უკრაინის ხელისუფლებისგან. ეს იყო იმათი ჩანაფიქრი, ვინც უკრაინის ხელისუფლების უკან დგას და მას მხარს უჭერს ყველანაირად, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით და ექსპერტებიც, ჟურნალისტებიც და უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ახმოვანებენ მათ პოზიციას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია არის საფრთხე. პიონტკოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის მოშორების ერთი გზა შესთავაზა, მისი მოშორების მეორე გზა შეიძლება იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი რაღაცნაირი ლიკვიდაცია, ან განეიტრალება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ისინი, აქედან გამომდინარე, თუ მათ კიდევ ასე დაჟინებით უნდათ, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ბუნებრივია, ისინი კიდევ და კიდევ ეცდებიან ბიძინა ივანიშვილის განეიტრალებას, რა გზით და როგორ, ამას დავინახავთ.  

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის მხარეს არის, უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი არის აგრესორი, საქართველოს მოსახლეობის ასევე აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გამოხატოს, დაანახოს ეს პოზიცია ალბათ მთელ მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ მას არ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს არ უნდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

ერთსაც ვიტყვი, რომ თუ მაინცდამაინც მეორე ფრონტი უნდათ, რატომ საქართველო? ჩვენ შეუძლიათ მათ გვითხრან, რომ აი, ჩვენ გავხსენით მეორე ფრონტი ვთქვათ იგივე ფინეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და სხვა და მოდი დაგვიდექით გვერდში, ჩვენ კი არ წავიდეთ წინ საზარბაზნე ხორცად და ისინი კი არ ამოგვეფარონ ჩვენ, მათ შეიძლება ჩვენ ამოვეფაროთ.  ავღანეთში, ერაყში და სხვაგან ჩვენ ვიღებდით ჩვენი მასშტაბების შესაბამისად მონაწილეობას და აქედან გამომდინარე, ასევე შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა კოალიციაში, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ აქ ვიყოთ საზარბაზნე ხორცი, იმათ მოგვცენ ფული, იარაღი და ქართველები დაიხოცონ. ამის წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობა და არა იმიტომ, რომ მთელი მოსახლეობა თითქოს რუსეთის მხარეს არის",  - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.