,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ იალოვას პროვინციაში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ექვსი წევრი მოკლეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის დროს ასევე დაიღუპა პოლიციის სამი ოფიცერი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს კიდევ ცხრა სამართალდამცველი დაშავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, გასულ თვეში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“, წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში 138 ეჭვმიტანილი დააკავეს და 97 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გარდა ამისა, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა, განაცხადა, რომ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს და გამოძიების ჩასატარებლად ხუთი პროკურორი დაინიშნა.