ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება

ვიზეარი

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.