თურქეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან გაუჩინარებული რუსი ქალი მთაში მოკლული იპოვეს - ვარაუდობენ, რომ ქალი შესაძლოა გარეულმა ღორებმა შეჭამეს

ნადეჟდა

რუსი ტურისტი, ნადეჟდა იარიგინა თურქეთში ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა.  წინასწარი შეფასებით, იგი გაიტაცეს გამოსასყიდისთვის, მაგრამ შემდეგ მოკლეს, წერს SHOT.

ნადეჟდა თურქეთში ქალაქ კიროვიდან 31 დეკემბერს ჩავიდა. სოფელ კირიში (ქემერი) ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Akka Alinda გეგმავდა დასვენებას და 8 იანვარს სახლში გაფრენას. თუმცა, ის იმ დღეს აეროპორტში არ მისულა. სასტუმროს თანამშრომლების თქმით, 4 იანვარს ნადეჟდა მარტო წავიდა მთაში და აღარ დაბრუნებულა. მისი ნივთები და საბუთები სასტუმროს ნომერში დარჩა, მხოლოდ ტელეფონი აიღო.

ნადეჟდა იარიგინას ახლობლებმა განგაში ატეხეს. თურქმა მაშველებმა, მოხალისეებმა და გამომძიებლებმა ტურისტის ძებნა დაიწყეს. გუშინ ჩალიშის მთაზე დაკარგული რუსი ტურისტის ტელეფონი იპოვეს, შემდეგ კი თავად ნადეჟდაც.

ადგილობრივი მცხოვრებლებსა და მოხალისეებს მიაჩნიათ, რომ ნადეჟდა შეიძლება შემთხვევით გადავარდნილიყო კლდიდან. მოხალისეების თქმით, გარდაცვლილი რუსი ქალის ცხედარი იყო დასახიჩრებული. ისინი ვარაუდობენ, რომ ქალი შესაძლოა გარეულმა ღორებმა შეჭამეს.

ასევე ნახეთ:

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა - „ამაზე მეტი საშინელება მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მქონდა ნანახი...“

რუსები, უკრაინელები და ლიეტუველი სიცოცხლის გადარჩენას ერთად ცდილობენ გემზე, მოზამბიკის პორტში

საქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს