რუსები, უკრაინელები და ლიეტუველი სიცოცხლის გადარჩენას ერთად ცდილობენ გემზე, მოზამბიკის პორტში

მოზამბიკი

რუსები, უკრაინელები და ლიეტუველი გადარჩენისთვის იბრძვიან. საზღვაო გემის ეკიპაჟს მოზამბიკის პორტში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს. ანთებულ ცეცხლზე საჭმლის მოხარშვის უფლებას არ აძლვენ, მათ კიდევ სხვა გზა არა აქვთ, რადგან გემზე არც სინათლეა და არც საწვავი. ახლა მათი გადარჩენა ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. იუწყება SHOT.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მეთევზეობაზე მომუშავე ეკიპაჟი Volopas-ზე გაემგზავრა მოგზაურობაში, რომლის დროსაც პრობლემები დაიწყო. გამგზავრებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, გემის მფლობელს უთანხმოება მოუვიდა აგენტთან, რის გამოც ეკიპაჟი, რომელიც დაკომპლექტებული იყო რუსეთის, უკრაინისა და ლიეტუვის მოქალაქეებით, მაპუტოს პორტში ჩარჩა. მეზღვაურებს გემზე ელექტროენერგიის და კონდიცირების გარეშე უწევთ ცხოვრება. მცირე თანხები ეგზავნება კაპიტანს, მაგრამ ფული საკმარისია მხოლოდ ღია ცეცხლზე მოხარშული საკვებისთვის. მაპუტოს პორტის ადმინისტრაცია მეთევზეებს გემბანზე ცეცხლის დანთების უფლებას არ აძლევს.

მეზღვაურების ტანსაცმელი ყოველდღიურად სველდება, ამიტომ მათი რეგულარული შრობა ყოველდღიური რუტინის ნაწილია. უნდა დაიბანონ პლასტმასის კასრიდან, ონკანით. რუსეთის საელჩო აგზავნის ტექნიკურ წყალს, რომელიც უნდა ადუღდეს, სანამ დალევ ან რაიმეს მოამზადებ. თუმცა არის უპირატესობებიც - რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არანაირად არ აისახება რუსების, უკრაინელებისა და ლიეტუველის მეგობრულ ურთიერთობებზე, რადგან მათ ახლა არაფერი აქვთ გასაყოფი.

გუნდის ერთ-ერთი წევრის, ვიქტორ აბუსაგიტოვის მეუღლემ, რომელიც წარმოშობით ვლადივოსტოკიდანაა, განუცხადა SHOT-ს, რომ სახლი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ - 2023 წლის 13 იანვარს დატოვა. იქ ცოლი და სამი შვილი დარჩნენ მის მოლოდინში, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ქალი რეგულარულად ურეკავს ვიქტორს სასიხარულო ამბის იმედით, მაგრამ ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

ასევე ნახეთ:

Exclusive: „დედამისს 3 შვილი ესპანკათი დაეღუპა“ – ვინ იყო WHO-ს პირველი ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა

როდის აღნიშნავენ დაბადების დღეს 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები

კაცს, რომელმაც ციხეში 44 წელი გაატარა და შემდეგ გაამართლეს, კომპენსაცია 25 მილიონი დოლარი მიენიჭა