ლეკვმა პატრონი ხანძრისას გააღვიძა და სიკვდილისგან იხსნა (უცხოეთი)

ქალი და ძაღლი

აშშ-ში ლეკვმა პატრონი ხანძრის შესახებ გააფრთხილა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. ამის შესახებ Ksn.com-ი წერს.

პორტალის ინფორმაციით, შემთხვევა კანზასის შტატის ქალაქ ჰატჩინსონში მოხდა. ლეკვის პატრონი სარან პოტერი მისმა უჩვეულოდ ხმაურიანმა ყეფამ გააღვიძა. ცხოველი მის გარშემო დახტოდა და ძალიან შეშინებული ჩანდა.

თავდაპირველად ქალმა იფიქრა, რომ მისი მეგობარი კაცი მოვიდა, თუმცა ოთახიდან გასვლის შემდეგ დაინახა, რომ სახლის ნახევარი ალში იყო გახვეული და ცეცხლი იმ ოთახს უახლოვდებოდა, სადაც მის შვილს ეძინა.

ამის შემდეგ ქალმა ბავშვი სასწრაფოდ ხელში აიყვანა და ლეკვთან ერთად ქუჩაში გავიდა, საიდანაც სახანძროში დარეკა. 

✕