პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა. დაღუპულია 67 წლის ნანი ზარანდია. ის თურქეთის სამხრეთის ნაწილში, ქალაქ ანთაქეაში, 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაღუპულია ქალიც, რომელსაც ქართველი ემიგრანტი უვლიდა.
ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.
,,ამ დილით შეგვატყობინეს, ოჯახის პატრონი ვინც არის, იმის შვილმა, რომ ნანგრევებში იყო მოყოლილი. დარეკილი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ გადმოსვენების პროცედურა დავიწყოთ. სამი წელია არ ჩამოსულა საქართველოში...", - ამბობს ნანი ზარანდიას შვილი ირაკლი სამუნავა.