Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში მუშა დაავიწყდათ - თვითმფრინავი 1 საათში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი

Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე, ბარგის განყოფილებაში მუშა დაავიწყდათ, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში, 11 000 მეტრის სიმაღლეზე, -25 გრადუსში იმყოფებოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით მიფრინავდა. მუშის გაქრობა თვითმფრინავის აფრენიდან მალევე შეამჩნიეს. თვითმფრინავის იზმირის აეროპორტში ავარიულად დაშვების შემდეგ, მამაკაცი გადაარჩინეს.

მას ქვედა კიდურები ჰქონდა გაყინული და საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

შემთხვევა 2024 წლის 15 დეკემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.