პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
სინგაპური სისუფთავითაა ცნობილი. გადაგდებული ან მიკრული საღეჭი რეზინი ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში სერიოზულ პრობლემას ქმნიდა და ქვეყნის იმიჯს აზიანებდა. ამიტომ, 1992 წელს, სინგაპურის მთავრობამ საღეჭი რეზინის გაყიდვა და იმპორტი სრულად აკრძალა. დაშვებულია მხოლოდ ე.წ. ნიკოტინის საღეჭი რეზინი, რომელსაც მოწევაზე თავის დანებების მიზნით იყენებენ, გამონაკლისია ასევე პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი საღეჭი რეზინების მოხმარება - თუმცა, ამ შემთხვევაშიც ის აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული და გამოწერილი.
საღეჭი რეზინის იმპორტზე სინგაპურში 10 ათას დოლარამდე ჯარიმა ან 1 წლიანი ციხეა დაწესებული. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე საღეჭ რეზინს ქუჩაში დააგდებს - მას ჯარიმის სახით 300-1000-მდე დოლარია გადახდა მოუწევს, ხოლო განმეორებითი ქმედებისას თანხის რაოდენობა 20 ათას დოლარამდე იმატებს - ან დანაშაულის ჩამდენს 2 წლით ციხეში სვამენ. ასე რომ, თუ უახლოეს მომავალში სინგაპურში მოგზაურობას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, სანამ ჩემოდანში საღეჭ რეზინს ჩადებთ.