ცოლი თუ 50-კილოგრამიანი ღორი - მამაკაცმა ულტიმატუმის შემდეგ არჩევანი შინაურ ცხოველზე გააკეთა

ღორი

ქორწინების წლისთავზე ნაჩუქარი შინაური დეკორატიული ღორი მოსკოველი წყვილის განქორწინების მიზეზი გახდა. ამის შესახებ Telegram-არხი Baza იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, დროთა განმავლობაში შინაური ცხოველი, სახელად ხავრონია, დაახლოებით 50 კილოგრამამდე გაიზარდა, ბინაში ავეჯის გაფუჭება დაიწყო და ცოლ-ქმრის საწოლში ადგილი დაიკავა, რაც ოჯახში მუდმივი კონფლიქტის მიზეზად იქცა. ცოლი ქმარს ცხოველის ფერმაში ან ზოოპარკში ჩაბარებას სთავაზობდა, თუმცა მამაკაცმა უარი თქვა. საბოლოოდ, ქალმა ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, არჩევანი მასსა და შინაურ ცხოველს შორის გაეკეთებინა.

წაყენებული ულტიმატუმის შემდეგ, მოსკოველმა მამაკაცმა ღორის დატოვება და მეუღლესთან განქორწინება გადაწყვიტა. ამჟამად წყვილმა განქორწინების პროცესი უკვე დაიწყო.