1744405443
ცნობილია ერთი კითხვა, რომელსაც ჯეფ ბეზოსი ყველა გასაუბრებაზე სვამს - ნახეთ ფსიქოლოგების ახსნა

ხართ თუ არა იღბლიანი - ეს არის მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საყვარელი კითხვა გასაუბრებაზე.
სტატიას ამ თემაზე Inc.com-მა მოამზადა.
„როდესაც ამაზონში ვმუშაობდი 1999-2006 წლებში, გასაუბრებებზე, ჯეფ ბეზოსის საყვარელი კითხვა იყო: „გაგიმართლა, იღბლიანი ხართ?“ - თქვა Amazon-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დენ როუზმა.
კითხვა შეიძლება ექსცენტრიულად ჩანდეს, მაგრამ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს კითხვა არის უჩვეულო, მაგრამ ეფექტური გზა ბიზნესის წარმატების ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების შესამოწმებლად, მათ შორის ისეთი თვისებების, როგორიცაა: მოკრძალება, ინიციატივის გამოჩენის უნარი და ოპტიმიზმი.
ამავდროულად, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ იღბლის როლის აღიარებაზე მათ ცხოვრებაში, დიდი ალბათობით ყურადღების მაძიებელი ეგოისტები არიან.
გარდა ამისა, კვლევები გვიჩვენებს, რომ იღბალი რეალურად შემთხვევითი არ არის. იღბლიანი ადამიანები იღბალს დიდ წილად თავიანთი დამოკიდებულებითა და ქცევით ქმნიან.
„როცა ამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ, ეს არ ასახავს მხოლოდ წარსულ წარმატებებს. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მომავალშიც წარმატებას ელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვინც საკუთარ თავს იღბლიანს უწოდებენ, ოპტიმისტები არიან. კვლევები გვიჩვენებს, რომ შესაძლებლობებზე ფოკუსირება უფრო კრეატიულს ხდის ადამიანებს და აძლიერებს მათ კოგნიტიურ შესაძლებლობებს.“ - წერია სტატიაში

ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
1744488514