„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
ცნობილი რუსი მომღერალი და კომპოზიტორი, როკჯგუფის „მაშინა ვრემენის“ სოლისტი ანდრეი მაკარევიჩი უცხოური აგენტების სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც მუსიკოსის ადვოკატმა ალექსანდრე პერედრუკმა განაცხადა, მაკარევიჩი ამ სიაში საკუთარი გამონათქვამების გამო შეიყვანეს.
„ანდრეი მაკარევიჩს არანაირი უცხოური დაფინანსება არა აქვს, მაგრამ მას სხვა მიზეზები აღმოუჩინეს. რადგანაც უცხოურ გამოცემებს აძლევდა ინტერვიუებს, ეს „უცხოურ გავლენად“ შეფასდა. თითქოს ამ გამოცემებმა მას საკუთარი აზრის გასავრცელებლად პლატფორმა მისცეს“, – განაცხადა მაკარევიჩის ადვოკატმა ალექსანდრე პერედრუკმა
წესი, რომლის მიხედვით უცხოურ აგენტად პირს გამოაცხადებენ, რომელიც „უცხოური გავლენის “ქვეშ იმყოფება, 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მაკარევიჩმა უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს მიმდინარე წლის მარტში მისცა ინტერვიუ და იქ უკრაინაში მიმდინარე ომზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა.