1740914281
ცნობილი გახდა ვახშმის მენიუ, რომლითაც ტრამპი ზელენსკის უნდა გამასპინძლებოდა

თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია ვახშმის შესახებ, რომელსაც უნდა დასწრებოდა უკრაინის დელეგაცია ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით.
სკავინომ გაამხილა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებდა სტუმრებს როზმარინით გამომცხვარი ქათმით გამასპინძლებოდა.
ლიდერების ლანჩის მენიუში ასევე შედიოდა მწვანე სალათი პომიდვრით და კომბოსტოთი. რაც შეეხება დესერტს, მენიუს მიხედვით, დესერტს კრემ ბრულეს, კენკრის ასორტისა და ციტრუსის ნამცხვრებისგან შედგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა, ტრამპმა უარი არ თქვა ვახშამზე და მაგიდასთან გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი მიიწვია.