ქალს თვალში კბილის ნაწილი გადაუნერგეს - მხედველობის აღდგენის უნიკალური ოპერაცია კანადაში ჩატარდა

თვალი

74 წლის გეილ ლეინი გახდა პირველი ადამიანი კანადაში, რომელმაც გაიარა ოსტეოოდონტოკერატოპროთეზირება. ამის შესახებ CTV News იტყობინება.

ქირურგიული ოპერაცია გულისხმობს პაციენტის თვალში სპეციალურად მომზადებული კბილის ელემენტის იმპლანტაციას, რაც საშუალებას აძლევს მას აღადგინოს მხედველობა.

„პაციენტის თვალის შინაგანი ფუნქციონირება სრულიად ჯანსაღი და ნორმალური იყო, მაგრამ მას დაზიანებული ჰქონდა თვალის წინა მხარე იმ დონემდე, რომ იგი ნაწიბუროვანი გახდა და პაციენტი ვერ ხედავდა ამ თვალით“, - თქვა ოფთალმოლოგმა გრეგ მოლონიმ.

სულ ექვსი ასეთი ოპერაციის ჩატარება იგეგმება ვანკუვერის Mount St. Joseph Hospital-ში საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის შედეგები წარედგინება Health Canada-ს შემდგომი პროცედურების დასაფინანსებლად.