1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მედიის ცნობით, ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯეი ლენო დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. როგორც გამოცემა TMZ წერს, მან სერიოზული დამწვრობები მანქანაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად მიიღო. მედიასაშუალების ცნობით, „ღამის შოუს“ ყოფილი წამყვანი ლოს ანჯელესში თავის ავტოფარეხში იმყოფებოდა, როდესაც მის ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლენოს დამწვარი აქვს სახის მარცხენა მხარე, თუმცა მისი თვალი არ დაზიანებულა.
ტელეწამყვანის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჯეი ლენო არ გამოჩნდა „ფინანსური ბრენდის ფორუმზე“, სადაც მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი.
ჯეი ლენო ცნობილია თავისი ძვირადღირებული ავტომობილების კოლექციით.