1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
11 წლის ბრიტანელმა ბიჭმა IQ ტესტში მაქსიმალური ქულა (162) აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
იუსუფ შაჰის თქმით, მისი მეგობრები სკოლაში ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ის ძალიან ჭკვიანია, რის გამოც მას IQ ვიქტორინაში საკუთარი თავის გამოცდა სურდა.
ვუნდერკინდი ბიჭუნა ამბობს, რომ უყვარს ყველაფრის კეთება, რაც მის ტვინს ასტიმულირებს.
მეექვსე კლასელი იუსუფი იმედოვნებს, რომ სწავლას მათემატიკის განხრით, კემბრიჯში ან ოქსფორდში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, სტივენ ჰოკინგმა 160 ქულა დააგროვა, აინშტაინის IQ ტესტის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰოკინგის მსგავსად 160 ქულაა.