ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინამ თვალი უნდა გაუსწოროს დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს და ფოკუსირდეს მინერალების შესახებ შეთანხმებაზე

ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინამ თვალი უნდა გაუსწოროს დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს და ფოკუსირდეს მინერალების შესახებ შეთანხმებაზე.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპის განცხადებები აბსურდულად შეაფასა.

მისი თქმით, ტრამპის ლოგიკით, შეიძლება, ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმაში ამერიკა იყო დამნაშავე და არა იაპონია. თუმცა, ბორის ჯონსონის თქმით, მინერალების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტი „იმედისმომცემია“.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონს კიევის მინერალური რესურსების წილი გადაეცემა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ზელენსკის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ შეთანხმება უკრაინისთვის საჭირო გარანტიებს არ მოიცავს.