„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევქმნათ უსაფრთხოების პირობები, რომელიც ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, ქალაქებში, უსაფრთხოების მაღალი დონით. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამისთვის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, რომელიც ჯერ არ გაგვიაქტიურებია. კარგად ვართ მომზადებულნი და ვამზადებთ ამ გეგმებს“, - დასძინა ჰერცი ჰალევიმ.