1732281553
„ცაჰალი“ „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში ერთ-ერთი საჰაერო იერიშის დროს ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაური ხალიდ აბუ დაქას ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ხალიდ აბუ დაქას ლიკვიდაცია გასულ კვირას მოხდა, თუმცა მისი სიკვდილი ისრაელმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა. „ცაჰალში“ აღნიშნავენ, რომ „ისლამური ჯიჰადის“ მაღალჩინოსანი ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჰუმანიტარულ ზონაში ოპერირებდა.
ხალიდ აბუ დაქა ეჭვმიტანილი იყო ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაში. ის აგრეთვე მონაწილეობას იღებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.