VIDEO: „მე და ქეთა თოფურია ერთად ორი წელი ვიყავით...“ - ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დაშორებისა და შერიგების ისტორიას იხსენებენ

ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე დაშორებისა და შერიგების ისტორიას „სიცრუის დეტექტორში“ იხსენებენ.

ხათუნა ჟორდანია: ერთმანეთი 2000-20001 წელს გავიცანით. შეხვედრა რომ დავიწყეთ, როცა ზედაპირულად და არასერიოზულად ვუყურებდი ამ ურთიერთობას, მაშინ ჩემზე უმცროსი იყო. ეს ალბათ, დაბრკოლება იყო ჩემთვის. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ჩემით ავად გახდა. 

ჩემს ძმისშვილებთან 3 თვით შვეიცარიაში წავედი. როცა ჩამოვედი ზურასთან სახლში, მითხრა, მე ბევრი ვიფიქრე ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში ვერ გადავაო. გადავწყვიტე, ჩვენ ერთმანეთს დავშორდეთო. იქიდან წამოვედი და მანქანაში ტირილი დავიწყე, გული დამწყდა, მივხვდი, რომ დავკარგე და ეს ჩემი ბრალი იყო. აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში. 

ზურა ხაჩიძე: ჩემი და ქეთას ურთიერთობა, დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდა. ყვითელი ამბავია, მერე მე და ქეთა დავშორდით და მე და ხათუნა შევრიგდით და კი გახდა ჩემი ცოლი. 

ნახეთ ვრცლად ↓