მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
გერმანიის ყოფილი, კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის დასაწყისში არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას და მისი გეგმა წლების განმავლობაში გაჩნდა, მათ შორის დასავლეთის ქცევის გათვალისწინებით.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა პუტინს თავიდან აგრესიის გეგმა, თუ რუსეთის ლიდერი თანდათან გახდა რადიკალური, მერკელმა უპასუხა, რომ პუტინს ყოველთვის ჰქონდა დიქტატორული თვისებები და მისი თავდაჯერებულობა ხშირად აღიზიანებდა.
„მე არ მჯერა როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა 2000 წელს, ის უკვე გეგმავდა უკრაინაზე თავდასხმას, ეს არის მოვლენების ისეთი განვითარება, რომლის შესახებაც ჩვენ დასავლეთშიც უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, ვაკეთებდით თუ არა ყველაფერს სწორად“, – აცხადებს მერკელი.
მერკელი აღნიშნავს, რომ არ აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, გააკეთა თუ არა დასავლეთმა ყველაფერი სწორად თუმცა მეტ ერთობას ისურვებდა.
„ჩვენ არ ვიყავით ისეთი ძლიერი, როგორიც შეგვეძლო ვყოფილიყავით“, – აღიარა მერკელმა.
ანგელა მერკელმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ თავად უშუალოდ ერეოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე.
„ბუქარესტში საუბარი იყო ნატო-ს სამოქმედო გეგმის მიღებაზე უკრაინისა და საქართველოს, როგორც წევრობის კანდიდატებისთვის. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო იმედზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებდა დროს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებიდან წევრობამდე, ეს კი შესაძლოა, ყოფილიყო წლები. პუტინი უმოქმედოდ არ მიიღებდა ამ შუალედურ სტატუსს, როგორც შემაკავებელ ფაქტორს“, – აცხადებს მერკელი.