ტროპიკული შტორმი ჩინეთში - დაიტბორა საცხოვრებელი უბნები და საავტომობილო გზები

ტროპიკული შტორმი ჩინეთში

ჩინეთის სამხრეთში ტროპიკულმა შტორმმა „მაისაკმა“ წყალდიდობა გამოიწვია. კუანგსი ჭუანგის რაიონში მდინარეები და წყალსაცავები ადიდდა, დაიტბორა საცხოვრებელი უბნები და საავტომობილო გზები.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც, მეხანძრე მაშველებთან ერთად, სამართალდამცველებიც მონაწილეობენ.